logo_geo
სუპერმარკეტების ქსელი Morissons აუტიზმის მქონე კლიენტებისთვის „წყნარ საათს“ აწესებს
- +

22 ივლისი. 2018. 02:01

 

 

სუპერმარკეტების ქსელი Morrisons ყოველკვირეულ წყნარ საათს აწესებს მათთვის, ვისაც პროდუქტების ყიდვაში ხმაური, მუსიკა და კაშკაშა განათება ხელს უშლის.

 

ყოველ შაბათს, 09:00-დან 10:00-მდე დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 439 მაღაზიაში განათება შესუსტდება, მუსიკა გამოირთვება და სალარო აპარატის წრიპინსაც ვეღარ მოისმენთ.

 

აუტიზმის საერთაშორისო ასოციაციის განცხადებით, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებიც.

 

დიდ ბრიტანეთში 700 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს აუტისტური სპექტრის აშლილობით. ისინი სამყაროს ბევრად მძაფრად ხედავენ, შეიგრძნობენ და აღიქვამენ, რაც შოპინგს ართულებს.

 

უახლოეს მომავალში "წყნარი შოპინგის" სქემა სხვა სუპერმარკეტებმაც შეიძლება დანერგონ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი