logo_geo
ეთიოპიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ახლობლებს მიცვალებულის გაცოცხლებას დაპირდა
- +

22 ივლისი. 2018. 12:52

 

 

ეთიოპიაში დააკავეს პირი, რომელიც ახლობლებს მიცვალებულის გაცო​ცხლებას დაპირდა.

 

გატაიკალ აიუელე საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებდა. ის ავარიისას დაღუპული ადამიანის გაცოცხლებას აპირებდა. როგორც ცნობილია, მან ოჯახის წევრებს, საფლავის ამოთხრა დაავალა, კუბო გახსნა, ცხედარს ზედ დააწვა და წამოდგომა რამდენჯერმე უბრძანა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ე.წ. წინასწარმეტყველი საფლავიდან ამოვიდა და გაქცევას შეეცადა. ის გარდაცვლილის ნათესავებმა სცემეს, შემდეგ კი პოლიციამ დააკავა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი