logo_geo
მეცნიერები მუცლად მყოფი ბავშვის გარეგნობის შეცვლას შეძლებენ
- +

22 ივლისი. 2018. 16:58

 

 

ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მშობლის სურვილით და დნმ-ის გენეტიკური მოდიფიკაციის დახმარებით (რაც ადრე ბრიტანეთში აკრძალული იყო) შეუძლიათ, მომავალ ახალშობილს სიმაღლე, თვალის ფერი და თმის ფერიც შეუცვალონ.

 

გენების რედაქტირების მეთოდი მედიცინაში დიდი ხანია, გამოიყენება, მაგრამ მხოლოდ გენეტიკური და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც განუკურნებლად მიიჩნევენ. ზემოხსენებული მეთოდით გარეგნობის გაუმჯობესებაზე საუბარი ახლახან დაიწყო.

 

ბრიტანელი მეცნიერები გენების რედაქტირების მეთოდზე აკრძალვის მოხსნას ითხოვენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ქვეყანაში სოციალურ უთანაბრობას არ გამოიწვევს.

 

სულ ახლახან საქმეში ფსიქოლოგები ჩაერთვნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ ტიპის გენეტიკური ცვლილება ბავშვს უფრო წარმატებულს გახდის, თუმცა მედიკოსები დაჟინებით მოითხოვენ, რომ დაცული იქნეს ორი პირობა: პროცედურა სერიოზული დაავადებების აცილებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის უნდა იქნას გამოყენებული. ამასთანავე, მხოლოდ პაციენტის თანხმობით და მკაცრი კონტროლით უნდა განხორციელდეს.

 

აღსანიშნავია, რომ გენების რედაქტირების მეთოდით 2018 წელს ევროპასა და ამერიკაში შიდსის, კიბოსა და ანემიის მკურნალობას დაიწყებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი