logo_geo
ყაზახეთში კარიერაზე მუშა 100 ტონა ქვის მასის ქვეშ მოყვა და გადარჩა
- +

22 ივლისი. 2018. 17:51

 

 

ყაზახეთში მუშა, რომელიც ათეულობით ტონა ქვის ქვეშ მოყვა, გადარჩა.

 

კლდიდან ქვის გროვა ჩამოიშალა, რომელმაც 25 წლის მუშა მოიყოლა. ის ესკავატორში იჯდა. მუშის გადარჩენის ოპერაცია 12 საათს გრძელდებოდა.

 

სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, თავიდან 500 ტონა ქვა ჩამოიშალა, რომელსაც დამატებით კიდევ 100 ტონა მოსწყდა და იმ მანქანას დაეცა, რომელშიც მუშა იმყოფებოდა.

 

სამაშველო ოპერაციაში 60 მაშველი მონაწილეობდა.

 

 

big_banner
არქივი