logo_geo
ჩინეთში ტაიფუნის გამო 42 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

22 ივლისი. 2018. 19:03

 

ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნმა „ამპილმა“ გადაუარა. სტიქიის გამო შანხაიდან და ასევე ზეჟიანისა და ძიანსუს პროვინციებიდან 42 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

ტაიფუნმა განსაკუთრებული პრობლემები შანხაის შეუქმნა. ქალაქის 2 აეროპორტში ამინდის გაუარესების გამო 600-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

 

მეტეოროლოგების თქმით, ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი