logo_geo
დონალდ ტრამპი ირანის ლიდერს: არასდროს დაემუქროთ აშშ-ს!
- +

23 ივლისი. 2018. 12:04

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს და ისლამური რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს, არასდროს დაემუქროს აშშ-ს.

 

„არასდროს დაემუქროთ აშშ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ისეთ შედეგს, რომლის წინაშეც ისტორიაში ძალიან ცოტა თუ დამდგარა. ჩვენ უკვე აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც აიტანს თქვენს უგუნურ და ძალადობის შემცველ მუქარას. ფრთხილად იყავით“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

პარალელურად ირანის მისამართით მკაცრი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. მისი თქმით, ირანის მმართველი რეჟიმი უფრო მაფიოზურ დაჯგუფებას ჰგავს, ვიდრე მთავრობას. მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ აპირებს გააძლიეროს ირანზე ზეწოლა. ამისთვის აშშ-ის მთავრობა შეეცდება დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, არ შეიძინონ ნავთობი ირანისგან.

 

შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გააკეთა განცხადება, რომელშიც ურჩია ტრამპს, მოერიდოს ირანის გაღიზიანებას. ისლამური რესპუბლიკის ლიდერის თქმით, ირანი რეგიონში სტაბილურობის გარანტორია და ამ ისტორიულ როლს არასდროს შეელევა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი