logo_geo
ვლადიმერ პუტინის დაკარგული ძეგლი ხორცის ქარხნის სათავსოში იპოვეს
- +

24 ივლისი. 2018. 00:13

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც კურგანის ოლქის სოფელ ჩასტოოზერეში ძეგლის „სამშობლოს მსახურება“ წინ უნდა აღმართულიყო, ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში, კერძოდ კი ქარხნის სათავსოში იპოვეს. ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი ანდრეი ვიპოლზოვი Facebook-ზე წერს.

 

ძეგლი „სამშობლოს მსახურება“ სოფელ ჩასტოოზერეში მაისის ბოლოს გაიხსნა. მაშინ რუსული მედია წერდა, რომ ძეგლის გახსნამდე ტრიბუნასთან იდგა პუტინის 3,5-მეტრიანი ქანდაკება, გახსნის ცერემონიისთვის კი ის მოხსნეს და გაურკვეველი მიმათულებით წაიღეს. სწორედ ახლა გაირკვა, რომ მაშინ "დაკარგული" ძეგლი ხორცის ქარხნის სათავსოში იპოვეს.

 

ძეგლის მოხსნის მიზეზად ჟურნალისტი "იდეოლოგიურ საკითხებს" ასახელებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი