logo_geo
კალიფორნიაში ხანძრების შედეგად 500 სახლი დაიწვა
- +

28 ივლისი. 2018. 13:57

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრების შედეგად 500 სახლია განადგურებული.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ხანძრის გავრცელების ფართობი 19,5 ათას ჰექტარს შეადგენს, ხოლო ლოკალიზებული ხანძრის კერების მხოლოდ 5%-ია.

 

აღნიშნული სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორ ადამიანამდე გაიზარდა.

 

შტატის სამ ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯამში ევაკუირებულია 12 ათასი ადამიანი.

 

მეხანძრეები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ხანძრის გავრცელება შეაკავონ. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში სამი ათასი მეხანძრე და 17 ვერტმფრენია ჩართული.

 

 

big_banner
არქივი