logo_geo
ინდოეთში წვიმას 49 ადამიანი ემსხვერპლა
- +

28 ივლისი. 2018. 14:04

 

 

ინდოეთის შტატში უტარ-პრალეშში მუსონური წვიმების გამო 49 ადამიანი დაიღუპა. რეგიონში უკვე ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. გავრცელებული ცნობით, ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ძირითადად სახლის სახურავების ჩამონგრევა, ხეების დაცემა და ელექტროსადენების დაზიანებაა.

 

ხელისუფლება მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას დაპირდა.

 

2013 წელს მუსონური წვიმების შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

 

გუშინ, გვიან ღამით ჩინეთში, ქალაქ ხანჩჟოუს მახლობლად. ძლიერ ჭექა-ქუხილს ადგილობრივებმა გადახურული ხიდის ქვეშ შეაფარეს თავი. უცნობი მიზეზებით ხიდის სახურავი ჩამოინგრა და ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა, რა დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი