logo_geo
მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი გარდაიცვალა
- +

29 ივლისი. 2018. 13:20

 

85 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი. როგორც მწერლის მეგობრები იტყობინებიან, სიკვდილის მიზეზია გულის შეტევა.

 

ვლადიმირ ვოინოვიჩი 1932 წელს დაიბადა სტალინაბადში (დღევანდელი დუშანბე). 1956 წელს ის მოსკოვში ჩავიდა. 1960-იანი წლების ბოლოს აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში. 1980 წელს ვოინოვიჩს მის ნაწარმოებების გამო ჩამოერთვა სსრკ-ის მოქალაქეობა და ქვეყნიდან გააძევეს. სამშობლოში დაბრუნება 10 წლის შემდეგ მოახერხა.

 

მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა ანტიუტოპია „მოსკოვი 2042“, „ერთობლივი მიმოწერის გზით,“ „ქუდი“, „ივანკიადა“, „მონუმენტური პროპაგანდა“. „ჯარისკაც ივან ჩონკინის ცხოვრება და უჩვეულო თავგადასავლები.“

 

ვოინოვიჩი ხშირად აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინის რეჟიმს. 2000-იანი წლებში მწერალი რუსეთში ოპოზიციურ მედიას იცავდა, იგი გმობდა ომს ჩეჩნეთში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კი რუსეთისა და უკრაინის პოლიტპატიმრებს საჯაროდ იცავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი