logo_geo
მეცნიერებმა მოზარდებზე სმარტფონების მავნე გავლენა ამოხსნეს
- +

1 აგვისტო. 2018. 04:10

 

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტმა მოზარდების მიერ ციფრული ტექნოლოგიების მოხმარების სიხშირეზე კვლევა ჩაატარა. 15-16 წლის 2600 მოზარდს მეცნიერები ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სმარტფონებს ხელს, პრაქტიკულად, არასდროს უშვებენ.

 

ავტორების განცხადებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებს ეყრდნობიან, ამერიკელი უფროსკლასელების დაახლოებით 43% სოციალურ ქსელში ურთიერთობისთვის, თამაშისთვის და სხვა საქმიანობისთვის დაახლოებით 3 საათს ხარჯავს.

 

კალიფორნიელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ სახეზეა ყურადღების დეფიციტის სინდრომისა და ჰიპერაქტიულობის კავშირი ინტერნეტში აქტიურობასთან. 9,5%-ს 114 მოზარდიდან (ანუ, ყოველ მეათეს), რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ რომელიმე დასახელებულ ინტერნეტპლატფორმას, ორ წელიწადში ყურადღების დეფიციტის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდათ. 51 მოზარდიდან, რომლებიც საათობით იყვნენ ინტერნეტში, იგივე სიმპტომები გამოუვლინდა ყოველ მეათეს. იმ 500 მოზარდიდან კი, რომელიც დროდადრო იყენებდა სმარტფონს, ასეთი სიმპტომი მხოლოდ 4,5%-ს გამოუვლინდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი