logo_geo
Facebook-ი და Instagram-ი მომხმარებლებს ქსელში ყოფნაზე ლიმიტების დაწესებას სთავაზობს
- +

1 აგვისტო. 2018. 20:11

 

 

BBC-ის ცნობით, ამიერიდან ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, თავად განსაზღვრის, რა დროის გატარება სურს სოციალურ ქსელებში. შესაბამისი სერვისი უახლოეს დღეებში ამუშავდება.

 

როგორც Facebook-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, მათი აპლიკაციის მომხმარებელს შეეძლება, თავად აკონტროლოს სოციალურ ქსელში გატარებული დრო. ასევე, დააყენოს ხმოვანი შეტყობინება, რომელიც მას ქსელში გატარებული დროის ლიმიტის ამოწურვის შესახებ შეახსენებს.

 

როგორც Facebook-ში აცხადებენ, ახალი ხელსაწყოების დამატება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც სოციალურ ქსელში გატარებული ხანგრძლივი დრო ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზეგავლენას ახდენს.

 

კვლევის შედეგებს Facebook-იც ეთანხმება. მათ ვებგვერდზე ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში გამოქვეყნდა.

 

 

big_banner
არქივი