logo_geo
მაიას ცივილიზაცია ხანგრძლივი და ძლიერი გვალვის შედეგად დაიღუპა
- +

4 აგვისტო. 2018. 01:14

 

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა დაადგინა, რომ უძველესი მაიას ცივილიზაცია ხანგრძლივი და ძლიერი გვალვის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ კვლევას ვრცლად გამოცემა Science Alert-ი აქვეყნებს.

 

ცნობილია, რომ IX საუკუნეში მაიას ტომი განიცდიდა მოსახლეობის შემცირებას, ქალაქებიდან ადამიანების მიგრაციასა და წყალმომარაგების სისტემის განადგურებას. მეცნიერებმა რამდენიმე ჰიპოთეზა განიხილეს, რომელიც ცივილიზაციის განადგურებას ხსნიდა ნაყოფიერი ნიადაგისა და დასალევი წყლის უკმარისობით, ეპიდემიით ან ცენტრალური ამერიკის სხვა ტომების დაპყრობითი ომებით.

 

მკვლევრებმა ნახევარკუნძულ იუკატანზე, ტბა ჩიჩანჩანაბის ნარჩენი ნალექები შეისწავლეს, რათა დაედგინათ მაიას ტომის პერიოდის კლიმატური პირობები. ხანგრძლივი გვალვის შემთხვევაში წყლის მოცულობა ტბაში საგრძნობლად უნდა შემცირებულიყო, რის შემდეგაც ცარცული კრისტალები წარმოიქმნებოდა.

 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 800-დან 1000 წლამდე, ნალექების რაოდენობა 70%-ით შემცირდა. გვალვა ემთხვეოდა შუასაუკუნეების კლიმატური ოპტიმუმის პერიოდს, - ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შედარებით თბილი ეპოქა, რომელიც გამოწვეული ყო მზის აქტივობით და ვულკანური ამოფრქვევების რაოდენობის შემცირებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი