logo_geo
რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
- +

4 აგვისტო. 2018. 11:03

 

 

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

 

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი კომპანია Utair-ს ეკუთვნოდა და მასში ეკიპაჟის სამი წევრი და 15 მგზავრი იმყოფებოდა.

 

წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართობა ან მფრინავის შეცდომა სახელდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დასავლეთ-ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურამ საქმის გამოკვლევა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაბამისობაზე დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი