logo_geo
სტივენ სიგალმა მუშაობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო
- +

4 აგვისტო. 2018. 22:07

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსახიობი სტივენ სიგალი რუსეთ-ამერიკის ჰუმანიტარული კავშირების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ Facebook-ზე დაწერეს.

 

„დავალება შემდეგია - ჰუმანიტარულ სფეროში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესება, მათ შორის ურთიერთკავშირი კულტურაში, ხელოვნებაში და საზოგადოებრივ კვლევებში", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

სიგალი თავისი სამსახურისთვის ფულად ანაზღაურებას არ მიიღებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი