logo_geo
ბრიუსელში წარმატებით დაეშვა თვითმფრინავი, რომელსაც ფრენისას ერთი ძრავა გაეთიშა
- +

4 აგვისტო. 2018. 23:59

 

Brussels Airlines-ის ლაინერი А-319, რომელსაც ფრენისას ერთი ძრავა გაეთიშა, წარმატებით დაეშვა ბრიუსელის აეროპორტში, არავინ დაშავებულა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტიდან აფრენისას, ძრავაში ფრინველი მოხვდა, რამაც ის დააზიანა. პანიკის თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს გამოუცხადეს, რომ ტექნიკური პრობლემის გამო, თვითმფრინავის კვლავ ბრიუსელში დაშვება უხდებოდათ.

 

Brussels Airlines-ის თვითმფრინავი ესპანეთში, ლას-პალმას-დე-გრან-კანარიაში მიფრინავდა და მის ბორტზე 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი