logo_geo
ბრაზილიაში დროულად მისვლა მასპინძლის უპატივცემულობად მიიჩნევა
- +

5 აგვისტო. 2018. 19:36

 

თუ რიო-დე-ჟანეიროში საღამოს წვეულებაზე მიგიწვევენ, არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ დაპატიჟებულ დროს. სასურველია თუ სულ ცოტა ერთი საათით დაიგვიანებთ, რამდენიმე საათის დაგვიანებით მისვლა საუკეთესო იქნება.

 

„მთელს ბრაზილიაში, წვეულებაზე დროულად მისვლა მასპინძლის უპატივცემულობად ითვლება. ეს ისეთივე უპატივცემულობაა, როგორც დაუპატიჟებლად მისვლა, - ამბობს ბრაზილიელი პროფესორი ჟაკლინ ბონ დონადა.

 

BBC Travel-ის ცნობით, ასეთი მიდგომა ქალაქის თავისებურებიდან გამომდინარეობს. აქ განსაკუთრებით ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორს, როგორიც არის „აუჩქარებელი ცხოვრება“, მითუმეტეს, რომ ბრაზილიელთა ერთ-ერთი სლოგანია „ცხოვრება პლაჟია“. ამაზე ასევე მოქმედებს მუნიციპალური ტრანსპორტის მუდმივი დაგვიანებაც, ან უბრალოდ ქალაქში ძველი ნაცნობის შეხვედრა, რომელიც დიდი ხანია არ უნახავთ.

 

საბოლოოდ, რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრებლები ერთმანეთისგან პუნქტუალურობას არ ელოდებიან და ამას ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობასაც არ ანიჭებენ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი