logo_geo
NATO-ში შესვლის შემთხვევაში, მედვედევი საქართველოს ახალი „საშინელი კონფლიქტით“ ემუქრება
- +

7 აგვისტო. 2018. 04:06

 

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი საქართველოს, NATO-ში შესვლის შემთხვევაში, ახალი, „საშინელი კონფლიქტით” ემუქრება. ამის შესახებ მედვედევმა რუსული რადიო „კომერსანტის” ეთერში განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო TASS ავრცელებს.

 

„ამან [საქართველოს შესვლამ NATO-ში] შეიძლება გამოიწვიოს საშინელი კონფლიქტი. გაუგებარია, რისთვის არის ეს საჭირო”, – თქვა მედვედევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

 

რუსეთ-საქართველოს ომს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა, განადგურდა ინფრასტრუქტურა, რუსეთმა და მისმა რამდენიმე სატელიტმა სახელმწიფომ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

 

2018 წლის ივლისში გამართულ NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში აუცილებლად მიიღებენ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი