logo_geo
ჭრიჭინა ადამიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია
- +

9 აგვისტო. 2018. 03:15

 

ჭრიჭინა ბევრ ცილას შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის მუშაობის ნორმალიზებას. ვისკონსი-მედისონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კვების რაციონში ჭრიჭინის გამოყენება აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას, წმენდს სისხლს და ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკს ამცირებს. კვლევის შედეგების შესახებ Science Alert-ი წერს.

 

სპეციალისტებმა კვლევისთვის 20 ადამიანი შეარჩიეს, რომელთა ასაკიც 18-დან 48 წლამდე იყო. კვლევის დასაწყისსა და დასასრულს მონაწილეების სისხლისა და შარდის ანალიზები გაუკეთეს. ანალიზები ორ საკონტროლო ჯგუფში გაკეთდა - პირველ ჯგუფში შედიოდნენ ისინი, ვინც ჩვეულებრივ იკვებებოდა, მეორე ჯგუფში კი ისინი, რომელთა კვების რაციონშიც ჭრიჭინა იყო დამატებული.

 

ანალიზების შედარებამ აჩვენა, რომ მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ჭრიჭინის სახით დიდი ოდენობით ცილას იღებდნენ, გაცილებით უფრო ჯანრთმელი ნაწლავები და სისხლის შემადგენლობა ჰქონდათ, ვიდრე პირველი ჯგუფის წევრებს.

 

ამასთან, რაციონში ჭრიჭინის დამატებამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირების, არამედ მთელი სხეულის მუშაობის გაუმჯობესებას.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი