logo_geo
საფრანგეთში წყალდიდობის გამო 1600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

10 აგვისტო. 2018. 02:30

 

ძლიერი წვიმების გამო, დაახლოებით 1600 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო საფრანგეთის სამ დეპარტამენტში. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

ევაკუაცია დრომის, არდეშის და გარის დეპარტამენტებში გახორციელდა. სამაშველო ოპერაციაში 400-ზე მეტი მეხანძრე და ჟანდარმი იყო ჩართული. ამას გარდა, სტიქიის ზონაში 4 ვერტმფრენი პატრულირებს.

 

1600 ადამიანიდან 119 ბავშვია. ისინი სან-ჯულიენ-დე-პეიროლას საზაფხულო ბანაკიდან გამოიყვანეს. ეს ბავშვები გერმანიიდან ჩაიყვანეს დასასვენებად. დაკარგულია ბანაკის 70 წლის გერმანელი ხელმძღვანელი.

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერარ კოლონი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და მეტეოსამსახურებთან კონულტაციისკენ მოუწოდებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი