logo_geo
The Associated Press-ის ინფორმაციით, 2020 წლისთვის აშშ-ი კოსმოსურ ძალებს შექმნის
- +

10 აგვისტო. 2018. 10:10

 

2020 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები კოსმოსურ ძალებს შექმნის. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკეთა.

 

ეს იქნება შეიარაღებული ძალების მეექვსე მიმართულება. დღესდღეობით აშშ-ის შეიარაღებული ძალები ხუთი ნაწილისგან შედგება, ესენია: არმია, საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები და სანაპირო დაცვა.

 

მაიკ პენსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, რომ კოსმოსში ლიდერი იყოს და პირველობა არ დაუთმოს რუსეთსა და ჩინეთს.

 

ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის საჭირო გეგმას პენტაგონი უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

 

კოსმოსური ძალების შექმნის გადაწყვეტილება ახლა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი