logo_geo
საფრანგეთში წყალდიდობის გამო 1600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

10 აგვისტო. 2018. 12:58

 

საფრანგეთის სამხრეთით ძლიერი წყალდიდობის გამო, დრომის, არდეშისა და გარდის რეგიონებიდან 1600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის გამო რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 70 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთ ბანაკში იმყოფებოდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

სამაშველო ოპერაციებში 400-მდე მეხანძრე და 120 სამართალდამცველია ჩართული.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი