logo_geo
ფილმის გადაღების დროს, პელემ სილვესტრ სტალონეს თითი მოტეხა
- +

9 იანვარი. 2017. 00:06



ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა სილვესტრ სტალონემ გაიხსენა ისტორია, რომელიც მას 1981 წელს ფილმ „გაქცევა გამარჯვებისკენ" გადაღების დროს გადახდა.


ზემოთხსენებულ ფილმში მსახიობი მეკარეს როლს ითავსებდა, ლეგენდარულმა პელემ კი მას თერთმეტმეტრიანი დაურტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მსახიობს თითი მოტყდა.


„ეს იყო ერთ-ერთი უსიამოვნო მომენტი ჩემს ცხოვრებაში. როგორი დარტყმის მოგერიება მომიწია...", - იხსენებს მსახიობი.


პელეს გარდა ფილმში მონაწილეობდნენ სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც: პოლ ვან ხიმსტი, ბობი მური, ქაზიმეჟ დეინა, ოსვალდო არდილესი, კო პრინცი და მაიკ სამერბი.

 

 

წყარო: https://www.facebook.com/safexburtoclasica/


 

big_banner
არქივი