logo_geo
Samsung-მა Galaxy Note 9 წარადგინა
- +

11 აგვისტო. 2018. 00:54

 

 

მობილური ტელეფონი ფოტო და ვიდეოკამერითაა აღჭურვილი, რომელსაც პირველად სმარტფონების ისტორიაში დიაფრაგმის შეცვლის ფუნქცია აქვს. სმარტფონი ძლიერი ელემენტით იქნება აღჭურვილი და გაიყიდება მისი 512-გიგაბაიტიანი ვერსიები. თანაც მასში 512-გიგაბიტიანი microSD-ის ჩამატება იქნება შესაძლებელი, რაც ტელეფონის მეხსიერებას 1 ტერაბაიტამდე გაზრდის. სმარტფონი ათასი დოლარი ღირს. სმარტფონი ნიუ-იორკში ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგინეს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

 

6 აგვისტოს Samsung-მა ფლაგმანური სმარტფონის Galaxy Note 9-ის პირველი პრომოვიდეო შემთხვევით გამოაქვეყნა. ვიდეო კომპანიის Youtube-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ის მალევე წაშალა, მომხმარებლებმა მისი გადმოწერა მაინც მოასწრეს.

 

 

big_banner
არქივი