logo_geo
კეისი აფლეკმა ბოდიში მოიხადა
- +

11 აგვისტო. 2018. 02:28

 

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი კეისი აფლეკი ბოდიშს იხდის. მიზეზი 2010 წელს ფილმ I'm Still Here-ის გადაღებებისას შექმნილი „არაპროფესიონალური გარემო“ გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

„მე მოვიქეცი ისე და ვუბიძგე სხვებსაც მოქცეულიყვნენ იმგვარად, რომ ეს არაპროფესიონალური ყოფილიყო, ვწუხვარ!“ - განაცხადა აფლეკმა The Associated Press-ს.

 

ოსკარის მფლობელის წინააღმდეგ საქმე გადამღები ჯგუფის წევრმა ორმა ქალმა აღძრა. მას ბრალად სექსუალურ შევიწროებას სდებენ. საუბარია იმ ფილმის გადაღებებისას, რომლის რეჟისორიც თავად აფლეკი იყო.

 

კეისი აფლეკი ბრალდებებს უარყოფს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი