logo_geo
ნორვეგიაში ნარკომანებს ექსპერიმენტის ფარგლებში ჰეროინს უფასოდ დაურიგებენ
- +

11 აგვისტო. 2018. 13:36

 

ნორვეგიაში ნარკომანებს ექსპერიმენტის ფარგლებში ჰეროინს უფასოდ დაურიგებენ. ექსპერიმენტის მიზანია ნარკომანების ცხოვრების ხარისხის ამაღლება. საპილოტე პროგრამა 2020 წლიდან ამოქმედდება. ჯერ არ ხმაურდება, თუ რა პრიორიტეტით შეარჩევენ ექსპერიმენტში მონაწილეებს და რა რაოდენობის ჰეროინს დაურიგებენ მათ.

 

ექსპერიმენტის მომხრეები ამბობენ, რომ ნარკომანებისთვის უფასოდ ნარკოტიკის დარიგება სიკვდილიანობის რიცხვს შეამცირებს, რადგან ნარკომომხმარებლები აღარ გამოიყენებენ მძიმე ნარკოტიკებს.

 

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პროგრამა იმ ნარკომანებს დაეხმარება, რომლებიც ვერ ახერხებენ ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში ჩაერთონ.

 

2017 წელს ნორვეგიაში ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რასაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, თუმცა ხელისუფლებამ „მსუბუქი ნარკოტიკების“ მოხმარების დეკრიმინალიზაციაზეც მაინც უარი თქვა.

 

ნორვეგია ევროპაში ნარკოტიკების მიღების დიდი დოზირების გამო სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა. ჰეროინით თერაპიას კი უკვე იყენებენ შვეიცარიაში, დანიასა და ჰოლანდიაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი