logo_geo
ესპანეთში დაიღუპა ჩვილი, რომელიც ცხელ ავტომობილში დატოვეს და დაავიწყდათ
- +

11 აგვისტო. 2018. 23:19

 

 

ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე, ქალაქ მანაკორში დაიღუპა 10 თვის ბავშვი, რომელიც ბაბუამ ავტომობილში დატოვა. კაცს მხოლოდ 8 საათის შემდეგ გაახსენდა ჩვილი. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ Independent-ი წერს.

 

ცნობილია, რომ კაცი დილით ყავის დასალევად გავიდა კაფეში. უცნობია, სად წავიდა ის კაფედან, თუმცა როცა უკან დაბრუნდა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

 

ორგანიზაცია Kids and Cars-ის მიხედვით, ყოველწლიურად, საშუალოდ, 37 ბავშვი ზაფხულში, ცხელ ამინდში ავტომობილში დატოვების გამო იღუპება.

 

გასულ წელს მსგავს შემთხვევას 43 ბავშვი ემსხვერპლა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი