logo_geo
ილონ მასკს საშუალო ამერიკელზე ნაკლები ხელფასი აქვს
- +

11 აგვისტო. 2018. 23:41

 

ილონ მასკი, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ყველაზე დაბალანაზღაურებადი მმართველების რეიტინგში ნამდვილად ლიდერი იქნებოდა.

 

მასკმა გასულ წელს ხელფასის სახით, მხოლოდ 49,920 დოლარი მიიღო.

 

როგორც კომპანია Tesla-ს განცხადებაშია ნათქვამი, ეს თანხა მას კვირაში 80 საათიანი სამუშაო დროის პირობებში დაერიცხა.

 

როგორც CNN წერს, ეს არის იმაზე ნაკლები, ვიდრე საშუალო ამერიკელი წელიწადის განმავლობაში ($57,617) გამოიმუშავებს და იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე მაგალითად, კომპანია General Motors-ის მმართველის მერი ბარასის 2016 წლის ხელფასი (22.6 მილიონი) იყო.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ასეთი დაბალი ხელფასისა, ილონ მასკს აქედან არცერთი ცენტი არ აუღია.

 

„თუმცა ნუ ღელავთ, მას კომპანია Tesla-ს 37.9 მილიონი აქცია აქვს, რაც დღეისთვის ბაზარზე 13 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ის ასევე გახლავთ კომპანია SpaceX-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, იმ კომპანიისა, რომლის მომავალიც რამდენიმე დღის წინ რაკეტის წარმატებით გაშვების ფონზე არაჩვეულებრივად გამოიყურება. ილონ მასკი დღეისთვის მსოფლიოს რიგით მეორმოცე უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება 21,4 მილიარდად არის შეფასებული,“ - წერს გამოცემა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი