logo_geo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს
- +

12 აგვისტო. 2018. 13:27

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს.

 

„თურქეთი მზად არის, მსგავსი სისტემის შემოღებისთვის ევროპის იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაცდოლარის ზეწოლისგან გათავისუფლება სურთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა შავი ზღვის სანაპირო ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე.

 

თურქული ლირა მიმდინარე წელს 40%-ით გაუფასურდა. თურქული ვალუტის ვარდნა აშშ-ის მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგებამ გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი