logo_geo
ეგვიპტეში ეპისკოპოსის მკვლელობისთვის ბერი დააპატიმრეს
- +

12 აგვისტო. 2018. 18:44

 

 

ეგვიპტელი ბერი ეპისკოპოსის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.

 

64 წლის ეპისკოპოსი ეპიფანიუსი 29 ივლისს ვადი ნატრუნში, წმინდა მაკარის მონასტერში მოკლული იპოვეს.

 

მოგვიანებით, მონასტრის ერთ-ერთმა ბერმა პოლიციას უთხრა, რომ ეპისკოპოსს რკინის ხელკეტით სასიკვდილოდ სცემა.

 

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

 

მონასტერში ქრისტიანი კოპტები მსახურობენ. კოპტები არიან ეგვიპტის მკვიდრი ქრისტიანები და ეს უდიდესი ეთნო-რელიგიური ჯგუფია ქვეყანაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი