logo_geo
რონალდო: ყველაფერი კარგადაა, სახლში ხვალ დავბრუნდები
- +

13 აგვისტო. 2018. 03:22

 

დღეს რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოურ პრესაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა. სპორტული ვებ-გვერდების მიხედვით ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას ფილტვების ანთება სჭირდა.

 

საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება მან „ტვიტერზე“ გაავრცელა –

 

„მეგობრებო, იბიცაზე დამემართა ძლიერი გრიპი და პარასკევიდან საავადმყოფოში ვარ. ახლა ყველაფერი წესრიგშია. ხვალ საავადმყოფოდან გამოვეწერები და სახლში წავალ. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის, სიყვარულისთვის და მხარდამჭერი შეტყობინენებისთვის“.

 

 

big_banner
არქივი