logo_geo
ხულიგნებმა, პეტრე I-ის ქანდაკებაზე მაყალი აიტანეს და მწვადის შეწვას აპირებდნენ!
- +

14 აგვისტო. 2018. 00:11

 

სანკტ-პეტერბურგში რამდენიმე ახალგაზრდამ ცხენზე ამხედრებულ პეტრე I-ის ქანდაკებაზე აძრომა, იქ მაყალის და ტომრით ხის ნახშირის ატანა და მწვადის შეწვა მოინდომა.

 

აძვრნენ კიდეც და ის-ის იყო მაყალში ცეცხლი უნდა დაენთოთ, რომ ისინი ერთ-ერთმა გამვლელმა ქალბატონა შენიშნა, სურათები გადაუღო მათ და პოლიცია გამოიძახა. ახალგაზრდებმა მოასწრეს პოლიციის მოსვლამდე ძეგლიდან ჩამოსვლა და მიიმალნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის მთავარი სამმართველოს პრეს-სამსახურის ცნობით, ექსტრავაგანტურ ადგილებში პიკნიკის მოყვარულთაგან ორი, 20 და 32 წლისანი, იმ ღამითვე დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობა წაუყენეს ბრალად, ადმინისტრაციული წესით, თითოეული 500 რუბლით დააჯარიმეს და იმ ღამითვე გაანთავისუფლეს.

 

აღსანიშნავია, რომ ადრე ამავე ქანდაკებაზე აძრომის მცდელობისას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 31 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი