logo_geo
95 წლის მოხუცმა 600 ათასი ევრო ანდერძით ჰოსპიტალს დაუტოვა
- +

14 აგვისტო. 2018. 00:32

 

ყოფილი მედდა, მარია ბოლონია საქვეყნოდ ცნობილი გახდა. მასზე უამრავ იტალიურ თუ სხვაენოვან გაზეთში წერენ, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ.

 

მარია ბოლონია 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პენსიაში გასვლამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ტრიესტის პროვინციის ერთ-ერთ ჰოსპიტალში, Ospedale Maggiore-ში მუშაობდა მედდად. მარია ქვრივი იყო, ერთადერთი ვაჟი მძიმე ავადმყოფობისგან გარდაეცვალა. მარიამ გადაწყვიტა მთელი თავის დანაზოგი - 600 ათასი ევრო, ეანდერძა იმ ჰოსპიტალისთვის, სადაც ის მუშაობდა.

 

ნაანდერძევი თანხა უკვე გადაეცა ჰოსპიტალს და როგორც აღნიშნავენ, მისი საშუალებით მოეწყობა ახალი საგარდერობე 450 კარადით, შეიძენენ მოწყობილობებს ინფექციური დაავადებების სამკურნალო სისხლის გადასხმის განყოფილებისთვის, გაარემონტებენ სასადილოს და საავადმყოფოს შესასვლელს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი