logo_geo
რომის პაპმა ბრონირებულ ავტომობილზე საბოლოოდ უარი თქვა
- +

9 იანვარი. 2017. 03:10



სააგენტო Reuters- ის ცნობით, რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ის არ აპირებს უცხოეთში ვიზიტების დროს ბრონირებული ავტომობილით იმგზავროს.


როგორც პაპი აცხადებს, რომ  რისკისა და მის მიმართ განხორციელებული მუქარების მიუხედავად, მაინც ურჩევნია ხალხთან ახლოს იყოს.


„შეიძლება ეს ნაბიჯი ვინმეს დაუფიქრებლად მოეჩვენოს, მაგრამ მე საერტოდ არ ვფიქრობ საკუთარ თავზე. გაცილებით მეტად მაწუხებს იმ ადამიანების ბედი, ვინც ჩემთან ერთად მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნებში შეხვედრებზე მოდის. ღმერთი მუდამ ჩვენთანაა", - განაცხადა პაპმა.


პონტიფიკოსი აღნიშნავს, რომ კარგად აქვს გააზრებული უსაფრთხოების მნიშვნელობა, მაგრამ: „ეპისკოპოსი მამაა - მასსა და ხალხს შორის ბარიერი არ უნდა იყოს".




 

big_banner
არქივი