logo_geo
რას წერდა მეგან მარკლი ქეითზე, სანამ სამეფო ოჯახს დაუახლოვდებოდა?
- +

15 აგვისტო. 2018. 21:43

 

მეგან მარკლსა და ქეით მიდლტონს შორის რომ თბილი ურთიერთდამოკიდებულებაა დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მეგანი კემბრიჯის ჰერცოგინიის დიდი ხნის გულშემატკივარია და მან მასზე ჰარის გაცნობამდეც კი ისაუბრა

 

ყოფილ მსახიობს საკუთარი ბლოგიც ჰქონდა, რომელშიც საუბრობდა პრინცესობასა და სამეფო ოჯახის წევროვაზე, მეგანმა აღნიშნა რომ ბავშვობის ოცნებები მოზრდილობის ასაკშიც არ ქრება უკვალოდ, თავად მას კი ყოველთვის სურდა პრინცესის როლი მოერგო.

 

მან ქეითისა და უილიამის ქორწილის ცერემონიაზე გააკეთა აქცენტი.

 

„მოზრდილი ქალბატონები ამას თითქოს ბავშვურ ფანტაზიებს უწოდებენ, მაგრამ შეხედეთ ამ არაჩვეულებრივ გარემოებასა და დაუსრულებელ საუბარს ქეით მიდლტონის შესახებ“ - დაწერა მეგანმა.

იმ დროს მეგანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ თავადაც იმავე პომპეზური ცერემონიის მთავარი ფიგურა გახდებოდა ბრიტანეთის სამეფო კარზე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი