logo_geo
ჩინელმა ბიჭმა შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ 87 ლურსმანი გადაყლაპა
- +

15 აგვისტო. 2018. 22:44

 

ჩინეთი, ჰუნანის პროვინციის მკვიდრმა 87 ლურსმანი გადაყლაპა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

25 წლის ბიჭი საავადმყოფოში მუცელში ძლიერი ტკივილების ჩივილით მოხვდა. რენტგენმა აჩვენა, რომ მას მუცელში 4-5 სანტიმეტრის ათობით ლურსმანი ჰქონდა.

 

მეორე დღეს პაციენტს ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგები 4 საათი მუშაობდნენ.

 

თავადაპირველად ბიჭი ამბობდა, რომ მან შემთხვევით ნამცხვარი მიირთვა, რომელშიც ლურსმნები იყო.

 

თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ მან ლურსმნების ყლაპვა მეგობარ გოგოსთან ჩხუბის შემდეგ დაიწყო, რომელიც მას მიტოვებით ემუქრებოდა.

 

საავადმყოფოში ბიჭმა გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა იმ შემთხვევისთვის, თუ ექიმები მის მშობლებს ვერ იპოვიდნენ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი