logo_geo
თევზის და ბოსტნეულის ახალი თვისებები გამოვლინდა
- +

16 აგვისტო. 2018. 01:57

 

ავსტრიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდი ოდენობით თევზეულის და ბოსტნეულის მიღება გაფანტული სკლეროზის რისკს ამცირებს. ამის შესახებ MedicalXpress-ში გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

 

სპეციალისტებმა Ausimmune Study-ს ხანგრძლივი კვლევის შედეგები გააანალიზეს, რომელიც 2003-2006 წლებში ჩატარდა იმისათვის, რომ მოეძებნათ კავშირი გარემო ფაქტორებსა და დემიელინიზირებად დაავადებებს შორის ( მათ შორისაა გაფანტული სკლეროზიც).

 

მკვლევარებმა გამოიკვლიეს გაფანტული სკლეროზით დაავადებული 252 პაციენტი და 446 ჯანმრთელი ადამიანი. მოხალისეებმა შეავსეს კითხვარები კვების შესახებ, სადაც უთითებდნენ, რომელ პროდუქტს მიირთმევდნენ უფრო ხშირად.

 

მეცნიერებმა ნახეს, რომ მონაწილეები კვების მხრივ ორ ჯგუფად იყოფოდნენ. ერთნი იკვებებოდნენ ჯანსაღად (კვერცხი, თევზი, ბოსტნეული), მეორენი ე.წ. დასავლური დიეტით (ხორცი და ცხიმიანი პროდუქტები). ამასთან თევზისა და ბოსტნეულისადმი მიდრეკილება პაციენტებში 50% -ით ამცირებდა გაფანტული სკლეროზის რისკს. თუმცა მათ არ გამოუკვლევიათ, იზრდებოდა თუ არა ეს რისკი ხორცის მოყვარულთა შემთხვევაში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი