logo_geo
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო
- +

16 აგვისტო. 2018. 18:35

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო, ანკარა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკების გაგრძელებას გეგმავს.

 

თურქეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის ოთხშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 

სატელეფონო საუბრის დროს კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის ინტერესებშია ეკონომიკურად ძლიერი თურქეთი. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გერმანიისა და თურქეთის ფინანსთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან. თურქეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა კი, სექტემბერში ბერლინშია დაგეგმილი.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბარს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი