logo_geo
მატეო სალვინი: იტალიის ხელისუფლება ბუნებრივ ოჯახს დაიცავს, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზეა დაფუძნებული!
- +

16 აგვისტო. 2018. 21:18

 

 

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ შს სამინისტროს ოფიციალური ანკეტებიდან „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები ამოიღო და „მამით“ და „დედით“ შეცვალა.

„გასულ კვირას მითხრეს, რომ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ ანკეტებში, რომელთა შევსება საჭიროა ელექტრონული პირადობის მოწმობის მისაღებად, „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები იყო მითითებული. დაუყოვნებლივ გავეცი ბრძანება, შეეცვალათ „მამით“ და „დედით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

კათოლიკურ გამოცემა La Nuova Bussola Quotidiana-სთან ინტერვიუში, სალვინიმ თქვა, რომ იტალიის ხელისუფლება ბუნებრივ ოჯახს დაიცავს, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზეა დაფუძნებული. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ქვეყანაში სუროგატი დედობის ლეგალიზაციას და ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანას ეწინააღმდეგება.

 

აღსანიშნავია, რომ იტალიაში განმარტება „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ ოფიციალურ დოკუმენტებში ჰომოსექსუალი წყვილების ბავშვების რეგისტრირებისთვის გაჩნდა

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი