logo_geo
„ის მსოფლიოს მოენატრება“ - არეტა ფრანკლინის გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ
- +

17 აგვისტო. 2018. 00:58

 

არეტა ფრანკლინის გარდაცვალებას მისი მეგობრები და ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან. ამის შესახებ BBC წერს.

 

ერთ-ერთო პირველი ვინც არეტა ფრანკლინის გარდაცვალებას გამოეხმაურა დაიანა როსი იყო. 60-70-იან წლებში ვარსკვლავების ჰიტები მუსიკალურ ჩარტებში დომინანტი იყო.

 

„ვლოცულობ არაჩვეულებრივი ოქროს სულისთვის არეტა ფრანკლინისთვის“, - წერს დაიანა როსი.

 

არტისტის გარდაცვალებას გამოეხმაურა ტომ ჯონსიც. მან Twitter-ზე არეტა ფრანკლინთან ნამღერი დუეტი გამოაქვეყნა.

 

„ის ჩემთვის ბევრს ნიშნავს“, - ამის შესახებ წერს ლენი კრავიცი Twitter-ზე და არეტა ფრანკლინთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

 

გამონაკლისი არც ჰიუ ჯეკმანი ყოფილა. ავსტრალიელმა მსახიობმა 2005 წელს ერთ-ერთ ღონისძიებაზე ნამღერი დუეტი გამოქვეყნა და მისი კარიერის ერთ-ერთ მწვერვალად მასთან ნამღერი დუეტი დაასახელა.

 

ტონი ბენეტი ერთ-ერთი იყო, ვინც არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და განმარტა, რომ „ის მსოფლიოს მოენატრება“.

 

კიდევ იყო ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბრიტნი სპირსი და Apple-ის ბოსი ტიმ კუკი. ფრანკლინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს ივანკა და დონალდ ტრამპებმაც.

 

„სოულის დედოფალი“ არეტა ფრანკლინი დეტროიტში 76 წლისა გარდაიცვალა. ლეგენდარულ მომღერალს 2010 წელს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

 

მომღერალი საზოგადოების წინაშე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ფონდი ელტონ ჯონმა დააარსა.

 

2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ფრანკლინი ისტორიის უდიდეს მომღერლად დაასახელა.

 

13 აგვისტოს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი