logo_geo
მეცნიერებმა სიკვდილის სიჩქარე გამოთვალეს
- +

17 აგვისტო. 2018. 03:42

 

 

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად მოახერხეს უჯრედების კვდომის პროცესის, უფრო ზუსტად კი თავად სიკვდილის გავრცელების მექანიზმის დაფიქსირება და შეძლეს მისი სიჩქარის გამოთვლაც - 30 მიკრომეტრი წუთში, - წერს BBC.

 

ყველა უჯრედში დაპროგრამებული თვითგანადგურების სიგნალი (აპოპტოზი) ტალღისებურად ვრცელდება. ის შეიძლება შედარდეს ტყის ხანძრის გავრცელებასთან, ან კიდევ დომინოს ეფექტთან. ეს ტალღა არ ცხრება, რადგან დამატებით იმპულსს იღებს და ჯაჭვურ რეაქციას იწვევს.

 

ასეთივე სახით გადაიცემა, მაგალითად ელექტრონული სიგნალები ნერვულ უჯრედებში, თუმცა ამ მექანიზმის აპოპტოზში არსებობა მეცნიერებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი