logo_geo
თურქეთში iPhone-ზე შეკვეთებს აუქმებენ
- +

17 აგვისტო. 2018. 03:43

 

 

ამერიკულ ელექტრონულ ტექნიკაზე ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ თურქეთში iPhone-ზე შეკვეთებს აუქმებენ. ამის შესახებ Hurriyet-ი წერს.

 

მთლიანობაში iPhone-ებზე 50 მილიონი დოლარის შეკვეთა სტამბოლში განთავსებულმა სამმა მსხვილმა კომპანიამ გააუქმა.

 

Hurriyet-ის ინფორმაციით, თურქული კომპანიები სხვა ამერიკულ ელექტრონულ ტექნიკაზეც ამბობენ უარს.

 

ჯერ კიდევ  აგვისტოს დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ორ თურქ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მიზეზი პასტორ ენდრიუ ბრანსონის პატიმრობაში დატოვება გახდა. მალევე ოფიციალურმა ვაშინგტონმა თურქული ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა.

 

თურქეთსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირებას მოჰყვა ლირის კურსის ვარდნა, რის შემდეგაც ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონი ეკონომიკური ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი