logo_geo
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 164-მდე გაიზარდა
- +

17 აგვისტო. 2018. 15:37

 

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ რიცხვმა უკვე 164-ს მიაღწია.

 

ოფიციალური ინფორმაციით, მათი უმეტესობა წყალდიდობით გამოწვეულმა მეწყერმა იმსხვერპლა. ასევე წყალდიდობამ 223,000 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

 

უამინდობის გამო, 20 აგვისტომდე დაიკეტა ინდოეთის ყველაზე დატვირთული, კოჩის საერთაშორისო აეროპორტი. დახურულია კერალას 14 დასახლების ყველა სკოლა, ზოგ რეგიონში კი, უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის, ტურისტების მიღება აკრძალეს.

 

კერალაში მოედინება 44 მდინარე, რომელიც არაბეთის ზღვაში ჩაედინება. მათ ადიდებას ყოველწლიურად ათობით ადამიანი ეწირება.

 

ინდოეთის პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა შტატს უკვე შესთავაზეს ფედერალური ძალების დახმარება.

 

შტატში განგაშის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული. სტიქიური უბედურების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, კერალას შტატში ძლიერი წვიმა კიდევ ოთხ დღეს გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი