logo_geo
რუსეთში დაანონსებული პირველი გეი აღლუმი 24 საათში გააუქმეს
- +

17 აგვისტო. 2018. 20:40

 

რუსეთში, ქალაქ იაბლონევში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველებმა გეი აღლუმის ჩატარება დაგეგმეს, თუმცა ღონისძიება დაანონსებიდან 24 საათში გაუქმდა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

 

აქტივისტი, ნიკოლაი ალექსეევი ამბობს, რომ ქალაქის მერმა, სვეტლანა კოსარინოვამ 300 აქტივისტს ღონისძიების ჩატარების უფლება მისცა, რისთვისაც მას „რუსეთის ყველაზე ჭკვიან ადამიანს“ უწოდებდა.

 

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მედიასთან თქვეს, რომ „ეს არ შეესაბამება სიმართლეს“ და ისინი გეი აღლუმების ჩატარებას არ დაუშვებენ.

 

2013 წელს რუსეთში სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება აკრძალეს. ქვეყნის ხელისუფლება ამას „გეი პროპაგანდად“ აფასებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი