logo_geo
იეზიდი გოგო, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტყვეობისთვის გაიმეტა გერმანიაში გაიქცა
- +

17 აგვისტო. 2018. 22:34

 

იეზიდი თინეიჯერი გოგო, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტყვეობისთვის გაიმეტა გერმანიაში გაიქცა მისი ისტორია BBC-ს მოუყვა.

 

აშვაქი 14 წლის იყო, როდესაც „დაეშის“ ტყვეობაში ჩავარდა. ექსტრემისტებმა ერაყის ჩრდილოეთით მიიტანეს იერიში და ათასობით ქალი ტყვედ აიყვანეს, შემდეგ კი მათ ყიდდნენ. აშვაქიც იმ ადამიანებს შორის იყო, რომელიც აბუ ჰამამზე 100 დოლარად გაყიდეს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სამი თვის შემდეგ გატაცებულმა და ნაცემმა აშვაქმა მოახერხა დედასთან და ძმასთან ერთად გერმანიაში გაქცევა.

 

როგორც მსხვრპლი ამბობს, რამდენიმე თვის წინ მას ქუჩაში გამვლელმა სახელით მიმართა და მიიმალა. აშვაქი ირწმუნება, რომ ეს ის კაცი იყო, რომელთანაც სამი თვე ტყვეობაში გაატარა.

 

„მე ვერ წარმოვიდენდი თუ მსგავს რამეს აქ, გერმანიაშიც ვნახავდი“, - განაცხადა აშვაქმა BBC-სთან.

 

„მე ოჯახი და ჩემი ქვეყანა დავტოვე, წამოვედი გერმანიაში, რათა ის გაუსაძლისი ტკვილი დავივიწყო რასაც ვატარებ“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი