logo_geo
გოგოს, რომელმაც მეგობარს ხელი ჰკრა და მდინარეში გადააგდო, პატიმრობა ემუქრება
- +

17 აგვისტო. 2018. 23:25

 

თინეიჯერმა, რომელმაც თავისი მეგობარი 18 მეტრის სიმაღლის ხიდიდან მდინარეში გადააგდო სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ხელის კრა მეგობარმა სთხოვა. ამის შესახებ BBC წერს.

 

„ის ვერ ბედავდა გადახტომას და მთხოვა ხელი მეკრა“, - თქვა ტეილორ სმიტმა ABC-სთან ინტერვიუში.

 

უბედური შემთხვევა ვაშინგტონში მოხდა. 16 წლის ჯორდან ჰოლგერსონმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. გაუტყდა 6 ნეკნი, გაეხვრიტა ფილტვები და მიიღო სხვა შიდა დაზიანებები.

 

ჯორდანი ამბობს, რომ მეგობარი ციხეს იმსახურებს.

 

პროკურატურა სმიტის სასჯელის ზომაზე მსჯელობს. ძალოვანი უწყების გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი