logo_geo
ბრიჯიტ მაკრონი მოკლე შორტებში - 65 წლის პირველი ლედი არაჩვეულებრივ ფორმაშია!
- +

18 აგვისტო. 2018. 03:28

 

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი და მისი ცოლი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რებ­მა დას­ვე­ნე­ბის დროს ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში გა­და­ი­ღეს. მაკ­რო­ნე­ბის დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ამინ­დი და­ემ­თხვა და ბრი­ჯიტ­მა შან­სი არ გა­უშ­ვა ხე­ლი­დან, ვე­ლო­სი­პე­დით გა­ე­სე­ირ­ნა ფორტ დე ბრე­გან­სო­ნის კოშ­კის მიმ­დე­ბა­რედ.

 

პა­პა­რა­ცებ­მა ის ცის­ფერ მა­ი­სურ­სა და მოკ­ლე ლურჯ შორ­ტებ­ში გა­და­ი­ღეს. საფ­რან­გე­თის 65 წლის პირ­ვე­ლი ლედი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მისი ტა­ნა­დო­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი­დევ ერთხელ აღ­ფრთო­ვან­დნენ.

 

მოკ­ლე სა­მო­სი ბრი­ჯიტ მაკ­რონს ძა­ლი­ან უყ­ვარს. პრე­ზი­დენ­ტის ცოლი ხში­რად ჩნდე­ბა მოკ­ლე კა­ბე­ბით რო­გორც საფ­რან­გეთ­ში, ისე - სხვა ქვეყ­ნებ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის დროს.

 

ბრი­ჯი­ტის საყ­ვა­რე­ლი ვარ­ჯი­ში პი­ლა­ტე­სია და ამ­ბობს, რომ ფორ­მას სწო­რედ პი­ლა­ტე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით ინარ­ჩუ­ნებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი