logo_geo
ინდოეთში წყალდიდობამ სულ მცირე 324 ადამიანი იმსხვერპლა
- +

18 აგვისტო. 2018. 11:15

 

 

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 324-მდე გაიზარდა.

 

უხვმა ნალექმა 40-მდე მდინარის ადიდება გამოიწვია. კერალაში წყალდიდობამ 400 ათასი საცხოვრებელი სახლი დაანგრია. წყალდიდობამ 223,000 ათასზე მეტი ადამიანი კი უსახლკაროდ დატოვა.

 

ქვეყნის სამხრეთში მდებარე შტატ კერალაში, სადაც სტიქია მძვინვარებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა.

 

უამინდობის გამო, 20 აგვისტომდე დაიკეტა ინდოეთის ყველაზე დატვირთული, კოჩის საერთაშორისო აეროპორტი. დახურულია კერალას 14 დასახლების ყველა სკოლა, ზოგ რეგიონში კი, უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის, ტურისტების მიღება აკრძალეს.

 

შტატში განგაშის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული.

 

big_banner
არქივი