logo_geo
გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა
- +

18 აგვისტო. 2018. 14:05

 

 

იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა.

 

მაშველებმა ნანგრევებში ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელშიც ოჯახის სამი წევრი იყო.

 

14 აგვისტოს გენუას მახლობლად საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა, რომელზეც ჩქაროსნული ტრასა A10 გადიოდა. ინციდენტის დროს ხიდზე 30-მდე ავტომობილი იყო.

 

იტალიაში დღეს ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული.

 

 

 

big_banner
არქივი