logo_geo
ინდონეზიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

19 აგვისტო. 2018. 13:17

 

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი ბიძგების ეპიცენტრი კუნძულის დასავლეთ ნაწილში, მიწისქვეშ, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

 

დაშავებულებსა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

 

მიმდინარე თვის განმავლობაში ინდონეზიაში მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა. ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე ერთი კვირის წინ მომხდარი მიწისძვრის გამო 460 ადამიანია გარდაცვლილი.

 

 

big_banner
არქივი